Thursday, October 16, 2014

  პროექტის სახელწოდება:  „ ჩემი  სოფლის სალოცავები.“
2.       პროექტის მთავარი იდეა:  გავეცნოთ ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნაობებს.
3.       პროექტის აქტუალობა:   აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეემა სისტემატიურად იარონ წირვა-ლოცვაზე.  ასევე იზრუნონ ეკლესიის  მოვლა-პატრონობაზე.
4.       პროექტის მიზნები:  მოსწავლეები გაეცნონ  სოფელ ერედაში არსებულ სალოცავებს,     მოიპოვონ ინფორმაცია, რაც დაეხმარება მოსწავლეებს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.   
5.       მონაწილეთა ასაკი:  15-16 წელი.
6.       ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოაგროვებენ მასალას,  ერთმანეთს შეადარებენ ახალ და ძველ ეკლესიების არქიტექტურას, ამ თემასთან დაკავშირებით გამოსცემენ კედლის გაზეთს, მოაწყობენ პრეზენტაციას, გაუზიარებენ თავიაანთ აზრს თანატოლებს.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, დამხმარე ლიტერატურა,ისტორიული წყაროები.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეებმა  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში   ნახეს ბევრი ეკლესია მონასტრები, აქედან გაჩნდა იდეა უფრო ახლოს გასცნობოდნენ საკუთარი სოფლის ღირსშესანიშნაობებს. მოვაწყეთ მსვლელობა,  მოსწავლეებთან ერთად დავათვალიერეთ ჩვენი სალოცავები. შემდეგ მოსწავლეები დავყავით  ჯგუფებად, გაესაუბრნენ სოფლის უხუცესებს, რომელთაგანაც  გარკვეული ინფორმაცია მოაგროვეს. გადაიღეს ფოტოსურათები, გამოსცეს კედლის გაზეთი, მოაწყვეს პრეზენტაცია, მოძიებული მასალა გააცნეს თანატოლებს.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რელიგია, ქართული ენა და ლიტერატურა.  
11.   პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ფოცხვერაშვილი.
12.   ხელმძღვანლის ელ.ფოსტა: tamarpotskhverashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment